ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
გოგონა, რომელმაც მთელი ცხოვრება ეტლში ჟანგბადის ბალონით გაატარა, სინამდვილეში სრულიად ჯანმრთელი იყო... იმისათვის, რომ თავისი ჯანმრთელობა დაემტკიცებინა, სასტიკად გაუსწორდა საკუთარ დედას. ამ შემზარავმა შემთხვევამ ყველას დაანახა, თუ რა მახინჯი ფორმა შეიძლება მიიღოს სიყვარულმა.
შვილი დედისთვის არა მარტო ფინანსური დახმარების წყარო, ფსიქოლოგიური იარაღიც იყო. ირგვლივ მყოფი ადამიანები გულშეძრულები იყვნენ მისი თავდადებით და ყველანაირად ეხმარებოდნენ. ამარაგებდნენ პროდუქტებით, ტანსაცმლით, ყოველდღიური ნივთებით. დედა-შვილი უფასოდ დაფრინავდა ქალაქიდან ქალაქში.
დედას ტყუილის ისეთი ქსელი ჰქონდა გაბმული, რომ ბოლოს თავად გაება შიგნით. ჯიპსიმ, რომელიც სინამდვილეში სულაც არ გახლდათ გონებრივად ჩამორჩენილი, თავი დააღწია ამ ქსელს. საქმე ისაა, რომ გოგონა თანდათან მეტ ინტერესს იჩენდა მამაკაცებისადმი და ამის გამო ფეისბუქში ყალბი პროფაილები ჰქონდა შექმნილი. შემდეგ კი ნიკოლას გოჯნომი გაიცნო.
დედას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა აქტიურ ვირტუალურ ცხოვრებას ეწეოდა მისი „ავადმყოფი“ ქალიშვილი. არც ის იცოდა, რომ ჯიპსი გათხოვებას აპირებდა და იმ კაცთან 2 წლის განმავლობაში იწვა.
ეს ტრაგიკული ისტორია ბოლოს ერთი პოსტით გამჟღავნდა - დი-დის გვერდზე გამოჩნდა წარწერა „ეს ძუკნა მკვდარია. ეს ღორი მოვკალი და მისი უმანკო ქალიშვილიც გავაუპატიურე... იმხელა ხმაზე ყვიროდა...“. ასეთი იყო შეტყობინება, რომელმაც პოლიციას სახლში შეჭრის საფუძველი მისცა.
პოლიციამ სახლში დი-დის გვამი იპოვა, იქვე ცარიელი ეტლის დანახვაზე პოლიციამ იფიქრა, რომ გოგონა გაიტაცეს. თუმცა საბოლოოდ დამნაშავის კვალზე გავიდნენ. ეს როუზის ვიტუალური თაყვანისმცემელი, გოჯნომი აღმოჩნდა. ჯიპსიც მის გვერდით იყო, ცოცხალი და უვნებელი. ის, რომ გოგონა სინამდვილეში ძალიან კარგად გრძნობდა თავს ეტლის, ძლიერი წამლების, ჟანგბადის ბალონის გარეშე, ნამდვილი შოკი იყო ყველასთვის. მამა გაოგნებული დარჩა, როცა მისი ქალიშვილი სასამართლოზე თავისი ფეხით მივიდა და დამოუკიდებლად სიარული შეეძლო. სრულად
ასევე ნახეთ:
„არავის ხელის განძრევა არ უნდა...“ - რას წერს ზურა შევარდნაძე
PHOTO: „დედაა, რა ლამაზი გოგოა!“ - ხათუნა ჟორდანიას უმცროსი შვილის ფოტოებმა გამომწერები აღაფრთოვანა
VIDEO: გაიცანით, 5 შვილის დედა ნინო ეგნატაშვილი, რომელიც წელს პირველად გახდა სტუდენტი