„პირდაპირ ვუთხარი, ნოდარი მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება, თუ გინდა, შეეგუე, თუ არა და, დავშორდეთ-მეთქი…“ - საბედისწერო სიყვარულის ამბავი

შეყვარებული წყვილი

როცა ჩემს ცხოვრებაში არანაირ ცვლილებას არ ველოდი და გადავწყვიტე, დინებას მივყოლოდი, ყველაფერი შეიცვალა, უფრო სწორად – თავდაყირა დადგა…

უფლის წყალობით, დღეს მაინც ბედნიერი ვარ და ღმერთს შევპირდი, რომ ყოფით პრობლემებზე არასდროს ვიწუწუნო”, – მეუბნება 40 წელს გადაცილებული ქალბატონი ნანა და თავის ცხოვრებაზე მიამბობს…

– მე და ნოდარი სკოლელები ვიყავით. ის ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო… ერთმანეთი ბავშვობიდან გვიყვარდა. პატარები ვიყავით და ბავშვურად ვგეგმავდით – როგორც კი სკოლას დავამთავრებთ, დავქორწინდებით-თქო. მაგრამ ნოდარი სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში წაიყვანეს. მაშინ სავალდებულო სამხედრო სამსახურს რუსეთში იხდიდნენ… ყოველღამე ვტიროდი, ორი წელი მის გარეშე რა გამაძლებინებს-მეთქი?!. ღამეებს წერილების წერაში ვათენებდი. ისიც რამდენიმეგვერდიან ბარათებს მწერდა… ყველა წერილს იმით ვასრულებდით, თუ რამდენი დღე გვქონდა დარჩენილი ერთმანეთის ნახვამდე. მაგრამ მისი ლოდინი არ დამცალდა: იმ წელს, როცა სკოლას ვამთავრებდი, მომიტაცა ნოდარის მეზობელმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და ჩვენი სიყვარულის შესახებ არც კი იცოდა… რამდენიმე თვე თითქოს ბურანში ვიყავი. თავის მოკვლაც კი ვცადე, მაგრამ გადამარჩინეს. არავის დანახვა არ მინდოდა. ქორწილის დღეს “საპატარძლო კუთხეში” სულ რაღაც ორი საათი გავჩერდი, მერე კი დასაძინებლად წავედი… ჩემი ქმრის ნათესავები გაოცებული იყვნენ, – ეს რა უჟმური ხასიათი აქვსო!.. ზოგი არც კი მიცნობდა, რადგან ოთახიდანაც არ გამოვდიოდი. ბევრმა პირველად მაშინ მომკრა თვალი, როცა პატარა ირაკლი შეგვეძინა…

– ქმარი როგორ იტანდა თქვენს ასეთ ქცევას? 

– არ ვიცი, როგორღაც იტანდა…  დედამთილ-მამამთილი თავიდან გაოცებული იყო ჩემი საქციელით, მაგრამ მერე შეეგუა. თან ჩემი ქმარიც ხმას არ იღებდა. რამდენჯერმე მოვკარი ყური, როგორ მიცავდა, – რა ქნას, ასეთი ტიპია და ვერ შეიცვლებაო… ახლობლებს ეცოდებოდათ კიდეც, – საწყალს როგორ არ გაუმართლა, რა საშინელი ხასიათის ცოლი შეხვდაო!..

– ქმარმა იცოდა, თქვენი უცნაურობის მიზეზი რაც იყო?

– დიახ… უფრო სწორად, ვინც იყო…

– თქვენ მოუყევით?

– არა, მეგობრებისგან გაიგო. რამდენჯერმე მეჩხუბა კიდეც: რითი მჯობია ის ცხვირმოუხოცავი ლაწირაკიო?! – მაგრამ მერე მიხვდა, რომ ჩხუბით თავს ვერ შემაყვარებდა და მდგომარეობას შეეგუა. უბრალოდ, იმაზე ბრაზობდა, – ეს რა ვქენი, თავიც გავიუბედურე და შენც დაგღუპე, რატომ არავინ მითხრა თქვენი ამბავიო!..

– უბედურად თქვენ გამო მიიჩნევდა თავს?

– დიახ, თუმცა – არა მარტო, ამისთვის ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთხელ, ნოდარის ძველ წერილებს რომ ვკითხულობდი, მაშინ შემომისწრო. პირდაპირ ვუთხარი, – მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება, თუ გინდა, შეეგუე, თუ არა და, დავშორდეთ-მეთქი… ოჯახური პრობლემების გარდა, მას სუსტი ჯანმრთელობაც ჰქონდა. მისი ოჯახი ამას კარგა ხანს მალავდა, მაგრამ როცა ტკივილებმა შეაწუხა, ყველაფერი გაცხადდა. განაგრძეთ კითხვა

 

ასევე ნახეთ:

აკრძალული ქორწინება, შავი კაბა და პირველი ღამე - როგორ ქორწინდებოდნენ და რა აკრძალვები იყო ძველად საქართველოში

„დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი იღუპება“ - ყველაფერი Nipah ვირუსის შესახებ, რომელიც ახლა ვრცელდება - რა იციან მეცნიერებმა ამ ეტაპზე