1745299467
„ორშაბათი არ მიყვარს...“ - მოსწავლის მიერ მოწყობილი სასაკლაო სკოლაში და განაჩენი, რომელსაც დღემდე ასაჩივრებს

1979 წლის 29 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოში, 16 წლის ბრენდა ენ სპენსერმა სკოლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ეს შემთხვევა ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი პირველი მასობრივი სროლა ამერიკულ სკოლაში.
ინციდენტი Cleveland-ის დაწყებით სკოლასთან, დილის საათებში მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლაში მიდიოდნენ. ბრენდა საკუთარ სახლში, მეორე სართულზე იმყოფებოდა და იქიდანვე დაიწყო სროლა ნახევრადავტომატური იარაღით, რომელიც მამამ საშობაოდ აჩუქა.
მოკლულთა შორის იყვნენ სკოლის დირექტორი ბარტონ უორეგი (Burton Wragg) და სკოლის თანამშრომელი მაიკ სუჩარი (Mike Suchar), რომლებიც ბავშვების გადასარჩენად მოქმედებდნენ. დაშავდა რვა მოსწავლე და ერთი პოლიციელი.
პოლიციასთან ექვსსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრენდა დააკავეს. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული, გოგონამ უპასუხა:
„არ მიყვარს ორშაბათი. ეს დღე უბრალოდ გავახალისე“.
ეს ცინიკური განცხადება მალევე გავრცელდა მედიაში და საზოგადოებაში დიდი აღშფოტება მოჰყვა.
მოგვიანებით ჯგუფმა The Boomtown Rats ამ სიტყვებზე დაწერა სიმღერა – "I Don't Like Mondays", რომელიც ჰიტად იქცა.
გამოძიების თანახმად, ბრენდა სპენსერს წარსულში აღენიშნებოდა ფსიქიკური პრობლემები, აგრესიული ქცევები და სუიციდური განწყობები. მეზობლების თქმით, გოგონა იყო ჩაკეტილი, უყურადღებო ოჯახში იზრდებოდა და სკოლაში პრობლემები ჰქონდა.
სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ორი მკვლელობისა და მრავალი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში. მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მჯავრდებულს ჰქონდა პირობით ვადამდე გათავისუფლების რამდენიმე მცდელობა, თუმცა ყველა შემთხვევაში უარი მიიღო.
ბოლო სააპელაციო განხილვა 2025 წლის თებერვალში გაიმართა და კვლავ უარყოფით შედეგით დასრულდა. შემდეგი გადახედვა 2028 წელსაა დაგეგმილი.