ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
არქიმანდრიტი გაბრიელი (საერო სახელი – გოდერძი ურგებაძე) 1995 წელს გარდაიცვალა 66 წლის ასაკში.
იგი ანდერძისამებრ ბერმონაზვნული წესით, ჭილოფში გახვეული დაკრძალეს მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს ღირსი მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა. 2014 წლის 22 თებერვალს დილით სამთავროს ფერისცვალების მონასტრის ეზოში მამა გაბრიელის საფლავი გახსნეს, წმინდანი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.
12 რჩევა მამა გაბრიელისგან:
1) ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია. გიყვარდეთ ერთმანეთი. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს.
2) ერთი კაციც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშე. – ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? – ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა…
3) კეთილი ყველასათვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული.
4 ) როდესაც საჭმელს ჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერი, მწყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.
5) უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.
6) თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ.
7) თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ, მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.
8 ) მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის.
9 ) როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი, ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?
10 ) ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე – ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა ჰმადლობდენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებს.
11 ) სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ.
12 ) თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი.
ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს, გახსოვდეთ – ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება! - ამბობდა მამა გაბრიელი.