პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტაილა კლემენტი, გამორჩეული გარეგნობის გამო, ბავშვობაში ბევრჯერ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. თუმცა დღეს ის მრავალი ადამიანის შთაგონების წყაროა.
ტაილას ნევროლოგიური დარღვევა, მობიუსის სინდრომი აწუხებს. ეს იშვიათი თანდაყოლილი აშლილობაა, რომელიც სახის იმ ნერვების განუვითარებლობის შედეგია, რომლებიც თვალის მოძრაობას და სახის გამომეტყველებას აკონტროლებენ. გოგონას ამის გამო გაღიმება არ შეუძლია.
„ვინც არ მიცნობს, უბრალოდ ვეტყვი, რომ მე ვარ გოგონა, რომელმაც არ იცის, როგორ გაიღიმოს. მიყვარს, რომ შემიძლია სხვების დახმარება, გაძლიერება და შთაგონება. გაღიმება რომ შემეძლოს, ჩემს სახეზე ყველაზე დიდ ღიმილს დაინახავდით, რადგან ის წარმოუდგენლად შთამაგონებელია“, - ამბობს ტაილა.
„ჩემმა კლასელებმა სკოლაში ცელოფნის პარკები მოიტანეს და თავზე ჩამომაცვეს, რადგან მახინჯი ვიყავი. არც მე მინდოდა, ვინმეს დავენახე,” - იხსენებს კლემენტი.
ტაილამ საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა. პირადად მისთვის ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ფოტოგადაღებები და ჩვენებები.
„ასე ღიად აღიარება და სასურველად წარმოჩენა ჩემთვის საოცრებაა. მე არ მინახავს ჩემნაირი ადამიანები ფილმებში ან მედიაში, ჟურნალების გარეკანებზე ან სარეკლამო კამპანიებში. ამიტომ თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი“, - აღიარებს გოგონა.
ტაილა თავდაჯერებულად აცხადებს, რომ ამჟამად მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპი დგას: „იყო კმაყოფილი, როგორც პიროვნება და კომფორტულად გრძნობდე თავს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ხარ, ყველაზე საოცარი რამაა მსოფლიოში“.
კლემენტს სხვა ჰობიც აქვს. ის პარაოლიმპიელი სპორტსმენია და ახალ ზელანდიაში სროლის რეკორდი უკვე მოხსნილი აქვს.
ასევე ნახეთ:
თბილისის ამ ქუჩებს წყალი არ მიეწოდება - ნახეთ, აღდგენის გრაფიკი