საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და მათი ზოდიაქოს ნიშნები - როგორ ახასიათებენ მათ ასტროლოგები

horoskopi

გაეცანით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ზოდიაქოს ნიშნებს და ამ ნიშნების ზოგად დახასიათებას ⇓

ხვიჩა კვარაცხელია - მეწყული

მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან. ისინი შეიძლება გარემოცული იყვნენ ნაცნობებით, მაგრამ იშვიათად ჰყავთ ახლო მეგობრები, რომლებსაც ენდობიან.

ბუდუ ზივზივაძე - თევზები 

თევზების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის შესაძლებლობა და სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება. თევზებმა ზუსტად იციან რა შეუძლიათ, რა არა.

გიორგი მამარდაშვილი - სასწორი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მორიდებულები, მომხიბვლელები და მეგობრულები არიან. ისინი არავის აწყენინებენ წვრილმანების გამო და ცდილობენ ტკივილი არ მიაყენონ ახლობელ ადამიანებს, რომელთა მისწრაფებებს და სურვილებს ხვდებიან კარგად განვითარებული ინტუიციის წყალობით.

გურამ კაშია - კირჩხიბი 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობელობით - ზერელედ ნასროლმა სიტყვამაც კი შეიძლება დეპრესიაში ჩააგდოს ისინი; ამასთან, კირჩხიბი ფლობს საკმაოდ ძლიერ შინაგან ენერგიას და მისი დათრგუნული შინაგანი მდგომარეობა მალევე გადაეცემა გარშემომყოფებს. 

გიორგი მიქაუტაძე - მორიელი

მამაკაცი-მორიელები ფლობენ არამარტო ძალას, არამედ ეშმაკობასაც, ამიტომ, უბრალოდ დაუმარცხებლები არიან როგორც ღია ბრძოლაში, ისე კულისებს მიღმა. მათ მკვეთრი გონება აქვთ, მაგრამ ზედმეტი ემოციებისგან თავისუფალი, ძალიან დამოუკიდებელი არიან გადაწყვეტილებებში და მხოლოდ საკუთარ არჩევანს ენდობიან.

გიორგი ჩაკვეტაძე - ქალწული

ეს ადამიანები ძალიან ყურადღებიანი არიან და უშიშრად აღნიშნავენ ამ სამყაროს არასრულყოფილებას. მათ კარგი მეხსიერება აქვთ და სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით ძალიან ყურადღებიანი არიან წვრილმანების მიმართ.

ზურიკო დავითაშვილი - მერწყული

მერწყულ მამაკაცებს ახასიათებთ ცნობისმოყვარეობა, დაუცხრომლობა და სინტიმენტალურობაც.

ნიკა კვეკვესკირი - ტყუპები

მამაკაცი-ტყუპები მთელი ცხოვრების მანძილზე ინვითარებენ საკუთარი ინტერესბის სფეროს, მაგრამ დასახული მიზნისკენ მიდიან არა პირდაპირი, არამედ უფრო ადვილი გზით - ეს მათ თავისთავად გამოსდით. ისინი შეიძლება დაინტერესდნენ სხვადასხვა საგნებით, მაგრამ სერიოზულად არც ერთი მათგანით, ასევე რისკავენ შიშის განცდის გარეშე.

ჯაბა კანკავა - თევზები

როცა თევზებს უჩნდებათ შანსი, რამე მიიღონ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ისინი ცდილობენ არ გაუშვან ეს შესაძლებლობა ხელიდან.