საინტერესო თავგადასავლების შანსი და ახალი შესაძლებლობები სამყაროსაგან - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ჰოროსკოპი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და იღბლიანი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

18 დეკემბერი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, მოულოდნელი ფინანსური ზარალის წინაშე აღმოვჩნდეთ, დავკარგოთ საფულე, ჩანთა სადმე დაგვრჩეს, მნიშვნელოვანი ნივთი დაგვიზიანდეს. ამიტომ, ჯობს, დღეს ამ მიმართულებით განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. 

19 დეკემბერი

უმჯობესია, ეს დღე რაიმე მნიშვნელოვან ღონისძიებასა და აქტივობას არ დაუთმოთ და დრო მშვიდად გაატაროთ, ძალები აღიდგინოთ, დაისვენოთ, რომ ემოციურად დატვირთულ დღეებს დადებითი განწყობით შეხვდეთ. ნუ ინერვიულებთ, თუ ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. მოტივაცია და შემართება მალე კვლავ დაგიბრუნდებათ.

20 დეკემბერი

დაურეკეთ საყვარელ ადამიანებს, მოიკითხეთ, ჩაეხუტეთ, სითბო გამოხატეთ - ეს დადებითი ემოციები ძალიან გამოგადგებათ და სამყარო ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ, უკან დაგიბრუნებთ კეთილგანწყობას და მიზნების მიღწევაში ხელს შეგიწყობთ.

21 დეკემბერი

ყველა ნიშანი, რომლებსაც ამ დღეს შეამჩნევთ, არც ერთ შემთხვევაში არ უგულებელყოთ. ეს განსაკუთრებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, ან გაიარეთ ონლაინ კონსულტაცია. ასევე, თითოეული ინიციატივა, იდეა, მიიღეთ, როგორც სამომავლოდ მნიშვნელოვან საქმედ და დაუფიქრებლად უარი არ თქვათ. შესაძლოა, წარმატების სერიოზული შანსი ხელიდან გაუშვათ... ვრცლად..

 

ასევე ნახეთ:

2000 და 5000 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც ამ უკანონო საქმიანობას ჩაიდენს

„ნაყოფი მუცელში ოთხად იყო მოკეცილი...“ - ამბავი გოგოსი, რომელიც ქვეყანას სასწაულებრივად მოევლინა