1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ახალი წელი ჯადოსნური და მისტიკური დღესასწაულია. 31 დეკემბრის ღამეს, ყველანი ჩავიფიქრებთ სურვილებს, გულწრფელად გვჯერა, რომ ისინი ახდება და ველით სასწაულს.
ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ არსებობს სპეციალური ნიშნები, რა უნდა გააკეთოთ, რათა მოიზიდოთ იღბალი, სიყვარული და ფინანსები თქვენს ცხოვრებაში.
ნიშნები ახალი წლის 2024 წლისთვის
არსებობს სხვადასხვა ნიშნები - იღბლისთვის, სიყვარულისთვის, ფულისთვის. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი წინაპრები ყურადღებას აქცევდნენ სხვადასხვა წვრილმანებსა და ნიშნებს, რის შემდეგაც გაჩნდა გარკვეული ცრურწმენები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბევრ ადამიანს ამ ნიშნების სჯერა და , როგორც ამბობენ, როცა გულით გწამს, ის აუცილებლად ახდება.
ნიშნები ახალი წლის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, ზოგი ხეზე კიდებს ფულს, რომ მომავალ წელს ფინანსური პრობლემები არ შეექმნას, ზოგი კი სადღესასწაულო ხეს გულის ფორმის სათამაშოებით ამშვენებს სიყვარულის საპოვნელად.
2024 წლის ნიშნები ფულის მოსაზიდად
დაკიდეთ ძაფით შეკრული დახვეული ბანკნოტები ნაძვის ხეზე. მას შემდეგ, რაც ნაძვის ხეს დაშლით, დახვეული ფული ჩადეთ ოჯახის თითოეული წევრის საფულეში.
იმისთვის, რომ მომავალი წელი ვალების გარეშე გაატაროთ, დაარიგეთ ვალები შუაღამემდე.
მონეტები გადაახვიეთ ფოლგაში და ჩამოკიდეთ ნაძვის ხეზე.
ასევე, მონეტები მოათავსეთ სტუმრების თეფშების ქვეშ.
2024 წლის ნიშნები სიყვარულისთვის
იმისთვის რომ სიყვარული იპოვოთ, ნაძვის ხეზე დაკიდეთ გულის ფორმის სათამაშო.
იმისთვის , რომ საყვარელ ადამიანს არ დაშორდეთ, ხელი ჩაჰკიდეთ მას, როცა ზუსტად 12 გახდება.
თუ გოგონას სურს წარმატებულად გათხოვდეს, 12 საათზე მან უნდა დაანთოს შვიდი მწვანე სანთელი.
თუ 1 იანვარს, ქუჩაში ძაღლს შეხვდებით, იცოდეთ, წარმატება გელით სასიყვარულო ფრონტზე.
2024 წლის ახალი წლის ნიშნები წარმატებისთვის
აღნიშნეთ ახალი წელი დალაგებულ სახლში და მოწესრიგებულ ტანსაცმელში.
ოდნავ გააღეთ ფანჯარა ან კარი ფეიერვერკების დროს, რათა ბედნიერება და სიხარული თქვენს სახლში შემოვიდეს.
სიმდიდრის მოსაზიდად, სადღესასწაულო მაგიდის ცენტრში მოათავსეთ ხორბლის გამხმარი ღეროების თაიგული.
თუ 1 იანვარს, თქვენი სახლის ზღურბლს პირველი კაცი გადალახავს, მთელი წელი წარმატებული იქნება.
ახალი წლის დადგომისას, შამპანურის ჭიქაში, ვისაც ყველაზე მეტი ბუშტი ექნება, ყველაზე ბედნიერი სწორედ ის იქნება.
ბედნიერ ახალ 2024 წელს გისურვებთ!
ასევე დაგაინტერესებთ:
"მონეტები თეფშის ქვეშ" - რა უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბრის ღამეს და რას უნდა ვერიდოთ