ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
14 ოქტომბერს მზის დაბნელებაა.
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რას მოუტანს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.
,,ზოგადად დაბნელების ფონი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მომგებიანი, სასიკეთო ან პირიქითაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე, ამიტომ მსგავს პერიოდებში სასურველია თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო, ქირურგიული ან ინვაზიური მანიპულაციებისგან და მშვიდ, ჩვენთვის ჰარმონიულ გარემოში გავატაროთ მეტი დრო.
მზის დაბნელების გავლენამ, მთვარის დაბნელებისგან განსხვავებით, რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდეც შეიძლება გასტანოს.
ახლა ვისაუბროთ კონკრეტულად 14 ოქტომბრის დაბნელების პროცესზე, იმაზე თუ რა პერსპექტივებზე საუბრობენ ვარსკვლავები. (ვარსკვლავებით არ ვწინასწარმეტყველებთ, არ ვმკითხაობთ, ვარსკვლავებით ვკითხულობთ გარკვეულ ინფორმაციას, ისევე როგორც სინოპტიკოსები იღებენ გარკვეული ხელსაწყოებით ინფორმაციას მომავალ პროგნოზებზე და ისევე, როგორც ვთქვათ საფონდო ბირჟებზე მოსალოდნელ ცვლილებებზე აკეთებენ პროგნოზს.)
მზის დაბნელება როგორ წესი ემთხვევა ხოლმე ახალმთვარეობას, ამჯერად ეს ახალმთვარეობა სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია ანუ სიმბოლურად მიმდინარე ფონის შეფასებას ვახდენთ სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ხასიათით, მისი მმართველით - ვენერას ბუნებით, პოზიციითა და სხვა პლანეტებთან ურთიერთქმედებით. ეს დაბნელება 2005 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაბნელების მსგავსია, შესაბამისად გადაავლეთ თვალი თქვენს ცხოვრებას იმ პერიოდში, რა ხდებოდა, რა ამოცანების წინაშე იყავით? შესაძლოა მინიშნებები მიიღოთ პერსპექტივებზე.
დავახასიათოთ სასწორის ნიშანი და ასევე მისი მმართველი პლანეტა.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის სახასიათოა: სამართლიანობა, დიპლომატია, ესთეტიზმი, პარტნიორობის თემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის, სასწორი ანალიტიკული აზროვნებით გამოირჩევა, ძალიან მგრძნობიარეა, თუმცა მერყევიც, სხვების აზრს ხშირად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მანიპულატორია.
პლანეტა ვენერა ზოგადად ჩვენს ფასეულობებზე, გემოვნებაზეა პასუხისმგებელი, ის ასევე ქორწინების საკითხებში ერევა, ჩვენს სურვილებზე, მინდებზეა, სასიყვარულო თავგადასავლებზე პარტნიორობაზე და კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი.
ამ საკითხების შეჯერებით თვისობრივად, როგორც ინდივიდის ისე გლობალურ დონეზე შეიძლება მეტად გამოვლინდეს ეს ხასიათი.
მზის დაბნელება სასწორის ნიშნის 22 -ე გრადუსზე გვაქვს, ჩვენი დროით 21:59 სთ-ზე. ვენერა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია, ქალწული კი მერკურიანელი ნიშანია და მისი ხასიათი კიდევ უფრო მეტად სვამს აქცენტებს კომუნიკაციის თემაზე, თუ გავითვალისწინებთ, სატურნის (პლანეტარული მამის) ოპოზიციას ვენერასთან, უკვე ნათელი ხდება სრული სურათი: დაბნელების ფონი ყველაზე მეტად პირად-სასიყვარულო საკითხებზე, ინდივიდუალურ თუ გლობალურ მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებზე აისახება, შესაძლოა დაირღვეს საკმაოდ მყარი კავშირებიც კი და ფაქტებმა საკმაოდ მტკივნეული კვალი დატოვოს ადამიანის ფსიქიკაზე.
ნებისმიერი მოლაპარაკებები, ადრე დადებული ზავი შეიძლება რომელიმე მხარემ დაარღვიოს.
პრიორიტეტი ახლა ერთმანეთის მოფრთხილებაა, ეცადეთ რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკაოთ, თუმცა დიდხანს ნაფიქრი, წლების განმავლობაში გაჭიანურებული თემები, უმჯობესია, ახლა დაასრულოთ. ეს ეხება ნებისმიერ სფეროს, როგორც ოჯახსა და სასიყვარულო კავშირებს, ასევე სამეგობრო, საქმიან, ფინანსურ, საბრძოლო ვითარებასაც კი. თუ გავითვალისწინებთ მარსის გადასვლას მორიელის ზოდიაქოს ნიშანში (რაც ზოგიერთი მოყვარული ასტროლოგისთვის შიშის მიზეზი გახდა) შეგახსენებთ, რომ იმ ნიშნებში სადაც პლანეტა თავს სუსტად გრძნობს (მაგ აქამდე სასწორში სუსტი იყო მარსი) პრობლემების ალბათობა გაცილებით დიდია. ახლა კი მარსი საკმაოდ ძლიერია, ამიტომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ბრძოლას, სტრატეგიას, ფინანსებს, უფრო კონტსრუქციული იქნება და სამყაროც ცოტა მეტად გაცოცხლდება, გააქტიურდება (სასწორის ფონს ეს იმპულსები ძალიან უხდება).
ვარსკვლავური რჩევები დაბნელების დერეფნისთვის:
იდეალური პერიოდია წმენდისთვის. დაბნელებების დროს აშკარავდება ის პრობლემები და ხარვეზები, რომლებიც ხელს გვიშლის განვითარებაში, ყურადღება მიაქციეთ რა სფეროში აირია (აი ირევა) ბოლო პერიოდში სიტუაციები, სწორედ აქ იქნება სამუშაო.
(წმენდა როგორც ფიზიკურ დონეზე ასევე ენერგეტიკული, იქნება ეს სახლის, ორგანიზმის, გარემოსი, კონტაქტების. )
p.s. აქვე შეგახსენებთ, რომ დიდი ნეგატიური პროგრამებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა პროფესიონალის დახმარება, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ.
დაასრულეთ დასასრულებელი!
თავი შეიკავეთ შორი მგზავრიბებისა და გადაადგილებისგან (თუ დერეფნის შუალედში არა, კონკრეტულად დაბნელების დღეებში მაინც).
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ ექსტრიმს (მოტეხილობების ალბათობა მატულობს).
სასურველია მიიღოთ პროფილაქტიკური ზომები გულ-სისხლძარღვთა სისტემისა პრობლემების, ნევროზების, დეპრესიის მქონე პაციენტებმა.
ეფექტურია ჯანმრთელობის ქრონიკული (ასევე გაჭიანურებული) პრობლემების მკურნალობის დაწყება.
ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია დერეფნის გავლის შემდეგ დაგეგმოთ.
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ, სპონტანურ გადაწყვეტილებებს (განსაკუთრებით) პირად ურთიერთობებში.
ნუ იქნებით კრიტიკული, სარკასტული, ეცადეთ პირიქით, გააუმჯობესოთ გარშემომყოფთა განწყობა. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში; მეტად დაისვენეთ; მოერიდეთ მალფუჭებად პროდუქტებს", - წერს ქეთი ოდიშელი.