კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
არსებობს სამი ნიშანი, რომელიც გარშემომყოფებს ძალიან უყვართ. ამავდროულად, ისინი განსაკუთრებული მომხიბვლელობითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან
მერწყული
მერწყული წარმოუდგენლად მომხიბვლელია და გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავს. მასთან ადვილია, შესანიშნავი იუმორის გრძნობა და კარგად განვითარებული ინტელექტი აქვს. მერწყულის გვერდით თავს უფრო ცოცხლად და ახალგაზრდულად გრძნობთ. მათთან არასდროს მოიწყენთ. მერწყულები შესანიშნავი მთხრობელები არიან. მათ ყოველთვის აქვთ სასაცილო ისტორიები ნებისმიერი შემთხვევისთვის.
ლომი
ლომი თავდაჯერებულობას ასხივებს და ყველას, გამონაკლისის გარეშე, თავს აწონებს. მათ გვერდით თავს დაცულად და მშვიდად გრძნობთ. ლომებს ცხოვრება უყვართ და იციან, როგორ გაერთონ. მათ ძლიერი შინაგანი ენერგია აქვთ და ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან.
მორიელი
მორიელი ზოდიაქოს გასაოცარი ნიშანია. გარეგნულად ცივი, თუმცა ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. მორიელმა მეგობრობა იცის და ახლობლებისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მათ მოსმენა იციან, სხვის ადგილას საკუთარი თავის დაყენება და კარგი რჩევების მიცემა შეუძლიათ.
ასევე ნახეთ:
ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაშავდნენ ბავშვებიც - უმძიმესი ავარიის დეტალები
10 ნიშანი, რომლებიც წარმოუდგენელი იღბლის მოახლოებას მიანიშნებს