„გჭირდებათ განსაკუთრებული სიფრთხილე!“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ცაგარელი

მზის და მთვარის დაპირისპირება, ანუ სავსემთვარეობა გავიარეთ. დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავიდა, რაც გარკვეულ წილად სირთულეებს შექმნის. აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები მისცა. მიხეილ ცაგარელმა ასევე ისაუბრა იმ ტენდენციებზე, რომელიც ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ელოდება მიმდინარე კვირაში.

♈ ვერძი ყველაზე დიდი კოსმოსური გამოწვევა თქვენ პარტნიორულ ურთიერთობებში გელოდებათ. გინდაც საქმიანი, გინდაც ბიზნესპარტნიორული და სასიყვარულო მიმართულებით. გმართებთ მაქსიმალური დიპლომატიის, თავდაჭერის, მოთმინების გამოვლენა, რათა არასასიამოვნო დაძაბულობა და კონფლიქტები არ წარმოიქმნას. ადრე დაშვებული შეცდომებიც იჩენენ თავს. მოგიხდებათ არაერთი საკითხის მოგვარება, რომელიც დაკავშირებული იქნება ფინანსებსა და პირად თემებთან. ეს არის თქვენთვის კოსმოსური, კარმული ვალების გასტუმრების პერიოდი. ჯანმრთელობა მდგრადი გაქვთ, შესაძლებლობებიც აქტიურობისა გაქვთ.

♉ კურო თქვენი ენერგოტონუსი ეცემა. ნუ გადაიღლებით, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. სარისკო, გრანდიოზულ პროგრამებს თავი დაანებეთ. თქვენი მთავარი პრობლემა უკავშირდება ურთიერთობას სამსახურში. კოლეგებთან, ხელმძღვანელ პირებთან თქვენი სიჯიუტით, სიხისტით და ზედმეტი პირდაპირობით ურთიერთობა არ დაძაბოთ. შესაბამისი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. რუტინული, ყოველდღიური საქმეები თქვენში გამოიწვევს გაღიზიანებას.

♊ ტყუპები გარკვეულმა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი საქმიან სფეროში, ურთიერთობებში, ფინანსურმა მხარემ. ჯანმრთელობა მდგრადია, აქტიური და გონებამახვილი ხართ, ამ მხრივ პოზიტიური შანსები გაქვთ. უმრავლეს შემთხვევაში პრობლემები თქვენი გადამეტებული სიამაყით და ამბიციით იქნება გამოწვეული. გმართებთ მეტი დიპლომატია. წაიკითხეთ სრულად