ფინანსური წარმატება და სასიყვარულო ურთიერთობა - როგორი კვირა ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ასტროლოგია

ასტროლოგიური თვალსაზრისით, სექტემბრის ბოლო კვირას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება მოხდეს.

ვერძი

ვერძი ამ კვირის განმავლობაში მატერიალური საკითხებით იქნება დაკავებული. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი უცებ მიხვდება, რომ ფინანსური სიძნელეების მიზეზი სწორედ მათშია და რაღაცის გაკეთებაა საჭირო. არასტაბილური ემოციური მდგომარეობა სამსახურში უხერხულობას და ურთიერთობებში კონფლიქტს გამოიწვევს. გაგიჩნდებათ ყველაფრის გაკონტროლების სურვილი, რაც მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებში უკმაყოფილებას გამოიწვევს. შესაძლოა, ყოფით პრობლემებსაც შეხვდეთ. მაგალითად, კარადა სავსე გქონდეთ ტანსაცმლით, მაგრამ უცებ აღმოაჩენთ, რომ ჩასაცმელი არაფერი გაქვთ. ნუ ინერვიულებთ, ამ კვირაში თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაცია და ნებისმიერი გამოწვევა სიმშვიდით მიიღოთ. კვირის ბოლოს თქვენი ემოციური მდგომარეობა დასტაბილურდება და საქმის კეთებას ჩვეული შემართებით შეძლებთ.

კურო

კუროსთვის წინა კვირა საკმაოდ აქტიური და დამღლელი იყო. ახლა კი ასტროლოგები გირჩევენ, რომ დამშვიდდეთ, შეამციროთ ფიზიკური აქტივობა, სხვებთან კომუნიკაცია და დრო მარტო გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირის ბოლოსკენ ემოციურ გადაღლას იგრძნობთ. გარდა ამისა, შესაძლოა, გაგიჩნდეთ იმიჯის შეცვლის სურვილი და სტილისტსა თუ კოსმეტოლოგს მიაკითხოთ. შეიძლება სამსახურშიც დაუმსახურებელი შენიშვნა მოგცენ, მაგრამ არ ინერვიულოთ. მენეჯმენტი მალევე მიხვდება, რომ ამ შენიშვნას არ იმსახურებდით და თქვენთან მეგობრულ და კეთილგანწყობილ ურთიერთობებს აღადგენენ.

ტყუპი 

 


აუცილებლად დააკვირდით ყველა იმ წინადადებასა თუ იდეას, რასაც ამ კვირის განმავლობაში მოგცემენ. შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი ხელიდან გაუშვათ. ასევე, შესაძლოა არასასურველი ხარჯიც შეგხვდეთ, მიიღოთ რაიმეზე ჯარიმა, ან კიდევ სესხთან დაკავშირებული პრობლემა შეგექმნათ. გარდა ამისა, სასიყვარულო ურთიერთობაში შეიძლება თქვენი არათანამიმდევრულობით პარტნიორში იმედგაცრუება გამოიწვიოთ. ამიტომაც, იყავით უფრო ყურადღებიანი და ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კარგად დააკვირდით.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის კვირა პარტნიორებთან უთანხმოებით დაიწყება. საქმიანი თვალსაზრისით, შესაძლებელია მოლაპარაკებების დროს გარკვეული სირთულეები შეგხვდეთ. არადიპლომატიური ქცევის გამო შეიძლება წარმატებული თანამშრომლობა დაკარგოთ. ურთიერთობაში მყოფი კირჩხიბი კი ემოციურ არასტაბილურობას იგრძნობს, რაც კონფლიქტამდე მიიყვანს. ამიტომაც, თქვენთვის ამ კვირის განმავლობაში ასტროლოგების მთავარი რჩევა არის ის, რომ უფრო მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმოთ, გაისეირნოთ ბუნებაში და არ შეხვიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში.

ლომი

ამ კვირის განმავლობაში ზოგიერთი ლომი იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც იმყოფება, თავს არაკომფორტულად იგრძნობს და გაუჩნდება სურვილი, რომ უფრო მეტი თავისუფლება იგრძნოს. ურთიერთობაში მყოფ ლომებს მოუნდებათ ურთიერთობის ახალ დონეზე აყვანა და შესაძლოა დაიწყონ პარტნიორის იძულება, რაც უკმაყოფილებასა და გაუგებრობას გამოიწვევს. ამავე კვირაში შესაძლოა პირადი საზღვრების დაცვის საკითხი გააქტიურდეს. ვიღაცასთან უსაფუძვლოდ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას, ვიღაცასთან კი ზედმეტად დამთმობი იქნებით. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ მიმდინარე კვირაში ხალხმრავალ ადგილებს თავი აარიდოთ და დრო მშვიდად გაატაროთ.

ქალწული

მიმდინარე კვირაში ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ და ჩვეულ ინიციატივასაც აღარ გამოიჩენთ. ეს ყველაფერი კი იმითაა გამოწვეული, რომ ძალიან დაიღალეთ და ყოველდღიურმა რუტინამ ძალა გამოგაცალათ. არ იდარდოთ, ეს სიტუაცია ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ, გაპოვნინებთ ბალანსს და უკეთესად დაგეგმავთ მომავალს.

 

სასწორი

სასწორისგან ეს კვირა სიფხიზლეს და მზადყოფნას მოითხოვს. შესაძლოა ბევრი მოულოდნელი რამ შეგხვდეთ და მობილიზების უნარი განსაკუთრებით დაგჭირდებათ. ამავე კვირაში გაგიჩნდებათ სურვილი, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეთ იმ ურთიერთობებისა თუ სიტუაციებისაგან, რომლებიც გაბნევთ. საკუთარ თავთანაც მოგიწევთ მუშაობა, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფერო დააბალანსოთ. ოქტომბრის დასაწყისში კი შედეგს აუცილებლად ნახავთ.

მორიელი

მორიელები ამ კვირის განმავლობაში ჩვეულ აქტივობას შეამცირებენ და საკუთარი თავის მოვლას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ. ამ პერიოდში განსაკუთრებით რეკომენდებულია სხეულისა და თმის მოვლა, ასევე დამამშვიდებელი მასაჟები, რომლებიც ძილს აუმჯობესებს. ასტროლოგების თქმით, მორიელებს უახლოეს მომავალში რთული და დამღლელი პერიოდი ექნებათ, მანამდე კი სასურველია, ძალები აღიდგინოთ და დრო სასიამოვნო ემოციებს დაუთმოთ. ამავე კვირაში შესაძლოა ცეცხლის ნიშნებთან კონფლიქტური სიტუაციაც შეგექმნათ, თუმცა თქვენ კვლავ ჩვეული ძალით შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნებს ოჯახისა და ნათესავების პრობლემებთან გამკლავება დასჭირდებათ. გარდა ამისა, დაუმთავრებელი საქმეები, დაპირებები სწორედ ახლა შეგახსენებთ თავს და გაიძულებთ, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ. ამავე კვირაში ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით არაფერი გემუქრებათ, თუმცა ემოციურ გადაღლასა და არასტაბილურობას იგრძნობთ. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა: მოიწყვეთ მშვიდი დღე, დრო დაუთმეთ თქვენს საყვარელ აქტივობას, ჩართეთ საყვარელი მუსიკა მაღალ ხმაზე, მოამზადეთ კერძი, რომელიც გიყვართ. ეს ენერგიის აღდგენაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

თხის რქა

თუკი წინა კვირას დაძაბულობასა და გადაღლას განიცდიდით, ამ კვირაში ვარსკვლავებს თქვენთვის სიურპრიზი აქვთ. იგრძნობთ, როგორ გემატებათ ენერგია და უმჯობესდება განწყობაც. შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად მოგზაურობაც დაგეგმოთ და სასიამოვნო მოგონებები შექმნათ. ფინანსური თვალსაზრისით სტაბილურობა გელით, სამსახურში კი პრობლემები ნელ-ნელა მოგვარდება. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ყველა შანსი აქვთ, რომ მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნონ, ხოლო მათ, ვინც უკვე ურთიერთობაშია, შესაძლოა ოჯახის შექმნის წინადადება მიიღონ.

მერწყული

სექტემბრის ბოლო კვირა თქვენთვის სიმშვიდისა და დასვენების პერიოდი იქნება. ზოგიერთი მერწყული ამ კვირის განმავლობაში საკუთარ მიზნებს გადახედავს და ზუსტად მიხვდება, რა უნდა გააკეთოს, რომ წარმატებას მიაღწიოს. თუმცა, ამავე პერიოდში ახალი ბიზნესის დაწყებას ერიდეთ. სამსახურშიც ზედმეტ ინიციატივას ნუ გამოიჩენთ. დიდი შანსია, რომ თქვენი ძალისხმევა ვერავინ შეამჩნიოს.

თევზები

თევზებს ამ კვირაში ექნებათ შესაძლებლობა, საბოლოოდ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც დიდი ხანია, ტვირთად აწევთ. არ არის გამორიცხული, რომ ცხოვრების ბევრ სფეროში მკვეთრი ცვლილება იგრძნოთ. ურთიერთობაში გაჩნდება სერიოზული კონფლიქტების რისკი, რამაც შეიძლება დიდი ხნით შეწყვიტოს კომუნიკაცია მეორე მხარესთან. ზოგიერთი თევზი, სამსახურის დატოვების გადაწყვეტილებასაც მიიღებს. სამშენებლო ან უძრავი ქონების მიმართულებით დასაქმებულ ადამიანებს კი თვითრეალიზაციისა და მატერიალური წახალისების საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ.