ფინანსური და კარიერული საკითხების გადასაჭრელად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია - რას გვირჩევენ ასტროლოგები

ფული ზოდიაქო

4 ოქტომბრამდე ფინანსური და კარიერული საკითხების გადასაჭრელად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. იმ თვეებში, როდესაც პლანეტა მერკური ქალწულის ნიშანში იქნება, ადამიანები ბევრად უფრო მარტივად შეძლებენ კარიერული საკითხების მოგვარებას, სასურველი სამსახურის პოვნასა და დაწინაურებას, ვიდრე აქამდე. ეს კი ფინანსურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება. ამიტომ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული კომბინაცია ადამიანებში კონცენტრაციის, შეუპოვრობისა და შრომისმოყვარეობის უნარებს კიდევ უფრო ზრდის. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, ბევრად უფრო მეტი ენერგია და შემართება იგრძნოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული საკითხები უკეთესობისაკენ შეცვალოთ.

გარდა ამისა, შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყაროები იპოვოთ, ჩაერთოთ პერსპექტიულ და მომგებიან პროექტებსა და საქმეებში და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ. თუკი დიდი ხანია, რაიმე პროექტის წამოწყებას გეგმავდით, ახლა შესანიშნავი დროა. წარმატების გაცილებით დიდი შანსი არსებობს. ასევე, თუ სამსახურის შეცვლა, ახლის პოვნა, სხვა მიმართულებით ცდა გინდოდათ, სამყარო ყველა შანსს გაძლევთ, რომ თქვენთვის საყვარელი და საოცნებო საქმე ნახოთ, რომელიც არა მხოლოდ მატერიალურად დაგეხმარებათ, არამედ სიამოვნებასაც მოგიტანთ.

პლანეტა მერკურის ქალწულის ნიშანში გადასვლის პერიოდში რეკომენდებულია:

იმოქმედეთ სისტემატურად და გააზრებულად;
კარგად შეაფასეთ ახალი შეთავაზებები და შანსი ხელიდან არ გაუშვათ, მცირე წარმატების პერსპექტივაც კი შესაძლოა, მომგებიან საქმედ გადაიქცეს;
დაგეგმეთ მოგზაურობები, არ თქვათ უარი საქმიან შეხვედრებსა თუ მეგობრებთან შეკრებებზე. იქ შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო პარტნიორი გაიცნოთ;
ძალიან კარგი პერიოდია, საკუთარი ლიდერული თვისებების წარმოსაჩენად. დროა, დამსაქმებლებს სრულად აჩვენოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არ მოგერიდოთ გრძნობების გამოხატვა...“ - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

VIDEO: ვინ არის თაღლითობაში ბრალდებული ქალი, რომელმაც ათობით პირი საზაფხულო არდადეგებისა და საქორწინო მოგზაურობების გარეშე დატოვა - დეტალები

საგანგაშო და საყურადღებო ინფორმაცია ზაზა თელიასგან - „შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი...“

„კატეგორიულად ვაძლევთ რჩევას...“ - თემურ მიქელაძე აფრთხილებს მშობლებს, ვისაც შვილები ზღვაზე მიჰყავს