1728583740
„ბევრი ეცდება ფარულად ხელის შეშლას...“ - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებს ასტროლოგი
ვერძი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით! გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ განწყობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის, ლიდერული თვისებების და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისთვის. არაა გამორიცხული გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები ან მოულოდნელად მიიღოთ სარფიანი შეთავაზება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. მართალია, მოზღვავებული ენერგიის ფონზე რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილი გექნებათ, მაგრამ არ ღირს გადაღლა, რათა არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება და მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი.
კურო – ერთგვარი ტრანსფორმაციის კვირაა, თუმცა დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ დაგეგმილი სამუშაოების შესრულება და იმ შედეგის მიღება, რომელსაც ელოდით. მართალია, აქტიურად მოგიწევთ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტად გადაღლა, საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობა და ნაკლებად საიმედო გარიგებებში მონაწილეობა. კარგი პერიოდია ბიზნესის გაფართოებისთვის, ახლის მოსინჯვისა და ექსპერიმენტების ჩატარებისთვის. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს, მით უფრო, საიდუმლოს გათქმას, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ჩასაფრებული არიან და სწორედ თქვენს შეცდომას ელიან, აუცილებლად ისარგებლებენ და ისევ თქვენ გაზარალებენ.
ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებს გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებას. მთავარია, გამოიჩინოთ ჩვეული უშუალობა და კომუნიკაბელურობა, მით უფრო, რომ სწორედ ამ კვირაში გაქვთ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვის და საკამათო საკითხების თქვენს სასიკეთოდ გადაჭრის საუკეთესო შანსი. ნუ იტყვით უარს მეგობრების და კოლეგების დახმარებაზე, თუმცა არ ღირს იმ ადამიანების ნდობა, ვინც ჭორებითა და ინტრიგებით ცდილობს კონკურენციის გაწევას. კარგი პერიოდია სიახლეებისთვის, ცვლილებების განხორციელებისა და იმ ადამიანებისგან გათავისუფლებისთვის, ვისაც მხოლოდ ზიანი მოაქვს.
კირჩხიბი – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც მოგიწევთ გააქტიურება, მით უფრო, რომ საქმიანობის ახალი სფეროთი დაინტერესებულმა სწორედ ახლა უნდა გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს შეფერხებას და ფარულად ხელის შეშლას. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, რომლებიც მოვლენების ახლებურად დანახვასა და სასიკეთო შანსების მაქსიმალურად გამოყენებაში დაგეხმარებიან.
ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მით უფრო, რომ სწორედ ახლა მოგეცემათ კარიერული განვითარების საუკეთესო შანსი. არაა გამორიცხული ამ კვირაში დაგიფასდეთ ადრე შესრულებული სამუშაოც, რაც ერთი-ორად გაზრდის თქვენს პოპულარობას და დაგეხმარებათ გავლენის სფეროების გაფართოებაში. თუმცა, არ ღირს ყურადღების მოდუნება, რადგან თქვენი წარმატება ბევრს გაღიზიანებს, ბევრი ეცდება ხელის შეშლას და საკუთარი სარგებლის ნახვას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისთვის. ნახეთ სრულად