ასტროლოგმა დაასახელა ხუთი ნიშანი, რომელიც ნამდვილ სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე შეხვდება

ჰოროსკოპი

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებიც ნამდვილ სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე შეხვდებიან:

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნებისთვის, რომლებიც ცვლილებებს ელიან, წლის ბოლოს რომანტიკულ საკითხებში პროგრესი იქნება. თუ თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია გაჩერებულია და აუხსნელი კითხვები ჩიხში შევიდა, პროგრესის შესახებ საუბარი შემოდგომის დასაწყისში დაიწყება. დაიმახსოვრეთ, რომ ზოგიერთ რამეს დრო სჭირდება და ურთიერთობაში გარღვევისთვის ნოემბერ-დეკემბრამდე ლოდინი მოგიწევთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები კი იმ ადამიანს, რომელიც ნამდვილად შეუყვარდებათ, სწორედ შემოდგომის პერიოდში გაიცნობენ.

კურო

ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ და არსებული რეალობა მიიღონ ისეთად, როგორიცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, იმეგდაცრუება შეგხვდეთ. წარმატებული ურთიერთობის საიდუმლო იძულებით ურთიერთობაში კი არა, სიყვარულის მიღების სურვილშია. მიენდეთ ბედს და აუცილებლად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც გაუგებთ და შეგიყვარდებათ. ასტროლოგების თქმით, კუროს ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილ სიყვარულს წლის ბოლოსკენ შეხვდებიან.

ტყუპები

შესაძლოა მიმდინარე თვეებში სხვადასხვა გამოწვევა შეგხვდეთ საოჯახო საქმეებში, კომუნიკაციასა და ურთიერთობებში, თუმცა პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, ნამდვილად საინტერესო შემოდგომა გელით. ასტროლოგების თქმით, ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები სიყვარულს სწორედ შემოდგომაზე შეხვდებიან. შესაძლოა, მოულოდნელად თქვენი ყოფილი შეყვარებული გამოჩნდეს ან კიდევ ახალ ადამიანს შეხვდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყურადღება ახალ ურთიერთობაზე გაამახვლოთ, ბედი აუცილებლად მიგიყვანთ სწორ ადამიანთან. განაგრძეთ კითხვა