პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვერძი
იყავით ოპტიმისტურად განწყობილი ყოველგვარ ვითარებაში, როგორ მუქ ფერებსაც უნდა ხედავდეთ აწმყოში, შეეცადეთ, დაინახოთ დადებითი მომენტებიც და მალე ყველაფერი მოგვარდება.
კურო
იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი ძალებით, რათა დროულად შეასრულოთ მოცემული დავალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვისი დახმარების მოლოდინში, ყველაფერი წყალში ჩაგეყაროთ.
ტყუპები
სიძნელეებია მოსალოდნელი, როგორც სამსახურებრივ, ისე პირად ცხოვრებაში, ნუ დაიტოვებთ სათქმელს გულში, გაბედულად გამოთქვით თქვენი აზრი.
კირჩხიბი
იზრუნეთ, სამუშაოს პარალელურად, თქვენს დასვენებაზეც და ნუ გადაიღლებით, შეეცადეთ, ყურადღება გადაიტანოთ რაიმე სახალისო, ან პოზიტიურზე, გაერთეთ შეძლებისდაგვარად.
ლომი
ისწავლეთ „არას“ თქმა და ნუ გარისკავთ, მოასწროთ ყველაფერი, იქნება ეს თქვენი ვალდებულება თუ მათი, ვინც დახმარებისთვის მოგმართავთ. დაფიქრდით, ღირს კი იყოთ ყველას მეურვე?
ქალწული
მოთოკეთ ამბიციები და მომავლისთვის გადადეთ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება. ყველაფერი კარგად გააანალიზეთ და თან შეაფასეთ ამა თუ იმ მოქმედების შესაძლო შედეგები.
სასწორი
თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისგან, დიდი ალბათობით, სიტყვას ვერ შეასრულებთ და შესაძლოა, უსიამოვნებებს გადაეყაროთ და სამომავლოდ საქმეც გაიფუჭოთ. იყავით დიპლომატი.
მორიელი
დღეს, მცირეოდენი ძალისხმევითაც კი შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ, შეძლებთ, დაასრულოთ ძველი საქმეები და მეტად საინტერესო იდეები შეიტანოთ სამუშაო პროცესში.
მშვილდოსანი
თამამად მიმართეთ უფროსობას თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. სწორედ ახლა ყველაზე კარგი დროა ურთიერთგაგებისა და თანადგომის, ამასთან, გაუგებრობების მოსაგვარებლად.
თხის რქა
ნუ იჩქარებთ ცვლილებების შეტანას თქვენს საქმიანობაში, როცა საჭიროა იქნება, თავად დაინახავთ ნათლად ამის აუცილებლობას, გახსოვდეთ, პროფესიონალიზმი გამოცდილებასთან და დროსთან ერთად მოდის.
მერწყული
იმისთვის, რომ იყოთ წარმატებული, მხოლოდ ენერგიულობა და უკომპრომისო ბრძოლა კონკურენტებთან საკმარისი არაა, საჭიროა კარგად გააზრებული ნაბიჯები და თანმიმდევრულობა, ნუ მოინდომებთ ერთი ნახტომით მწვერვალზე აღმოჩენას.
თევზები
იყავით წინდახედული კარიერული საკითხებში, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში კოლეგებთანაც და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, მოიფიქრეთ რაიმე საინტერესო იდეა.
ასევე დაგაინტერესებთ:
"მონეტები თეფშის ქვეშ" - რა უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბრის ღამეს და რას უნდა ვერიდოთ
საახალწლო ლუქს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ - რომელი ფერი არ უნდა ჩავიცვათ 2024 წლის ღამეს
თქვენი წარმატების ფორმულა: როგორ გავმდიდრდეთ 2024 წელს - რჩევები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის