1732563617
19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მშვენიერი დღეა საქმიანი კუთხით, ასევე, მშვენივრად გაართმევთ თავს საოჯახო რუტინულ საკითხებს. მთავარია, არ იყოთ სულსწრაფი. გამოიჩინეთ დიპლომატია.
კურო
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თავი შორს დაიჭირეთ საეჭვო ადამიანებისგან. შესაძლოა, სტუმრების მიღება მოგიწიოთ, ან შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.
ტყუპები
მთავარია, დაიცვათ ბალანსი, მეტად დაკვირვებული იყავით, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
კირჩხიბი
აკონტროლეთ ემოციები, ნუ გადაიტვირთებით. გარჩევებისა და კამათისგან თავი შეიკავეთ, დღეს, ჯობია, მეტად პასიური იყოთ, ჩვეული საქმეებით შემოიფარგლოთ.
ლომი
ემოციურად დატვირთული დღეა, ამიტომ, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნუ გადაიღლებით.
ქალწული
დღე მშვიდად ჩაივლის, თუმცა ნუ დაიტვირთებით საქმეებით, გადაანაწილეთ საქმე მთელ დღეზე, მოიფიქრეთ სამომავლო სამოქმედო გეგმა, არ დაგავიწყდეთ რომ ძალების აღდგენაც საჭიროა.
სასწორი
დღეს, კორექციების დღე გაქვთ, ჯანმრთელობით დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული, იზრუნეთ, რომ მოაწესრიგოთ ყველაფერი. საღამოს კი განიტვირთეთ თქვენთვის სასურველ გარემოში.
მორიელი
საკმაოდ ნაყოფიერი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ასევე, ფინანსების ახალი წყაროს მოძიებისთვის. იზრუნეთ საკუთარი თავის ჯანმრთელობაზე, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.
მშვილდოსანი
იზრუნეთ გუნება-განწყობის ამაღლებაზე. გახალისდით, ეცადეთ პოზიტიური ადამიანების გარემო შეიქმნათ. ტექნიკის შეძენისგან თავი შეიკავეთ.
თხის რქა
გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად, კარგია თუ კომპეტენტური ადამიანების რჩევებს გამოიყენებთ. საქმიანობის კუთხით, სჯობს, ახალს არაფერს შეეჭიდოთ. აი, პირადი საკითხების მოსაგვარებლად, მშვენიერი დროა.
მერწყული
დღე მშვიდად, გეგმურად ჩაივლის. თავი შეიკავეთ იმპულსური და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან. საღამოს კი შეგიძლიათ, მოინახულოთ საყვარელი ადგილები.
თევზები
მშვენიერი დღეა საქმიანი კუთხით, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია გამართლებულია. ნუ დაიხარჯებით წვრილმანებზე, რომ არ გამოგრჩეთ მშვენიერი შესაძლებლობები.
ასევე ნახეთ:
ელოდეთ სასწაულს შობისთვის: როგორ სიურპრიზს ამზადებს სამყარო მხოლოდ ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის