თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს კითხვის მოყვარულებს 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში უმასპინძლებს.

ლიტერატურის ყოველწლიური დღესასწაული სამი დღის განმავლობაში გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ავტორებს, ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და წიგნის მოყვარულებს გააერთიანებს.

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:

გაეცნონ ახალ გამოცემებს;
დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს;
შეხვდნენ ავტორებს;
ჩაერთონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებში;
დაესწრონ საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებს;
შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.

✕