1773348202
გივი მიქანაძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა.
საუბარი შეეხო რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერების მხარდაჭერას, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აკადემიური პროგრამების განვითარებას, სტუდენტთა კვოტების განაწილებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე.










