განათლებული თაობა ქვეყნის ძლიერების და წარმატების საფუძველია - სულხან თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი

აჭარის მთავრობს თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ახალი მიზნებისა და შესაძლებლობების დასაწყისია. გისურვებთ, რომ ახალი სასწავლო წელი იყოს ნაყოფიერი, წარმატებითა და გამარჯვებებით სავსე. განათლებული თაობა ქვეყნის ძლიერების და წარმატების საფუძველია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნა და მიღწევები ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და კეთილდღეობის გარანტი იქნება,”- აღნიშნავს სულხან თამაზაშვილი.