1734778532
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა - ამასთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად ესწრებოდა.
ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. მუსიკალურ საღამოს 20 საჯარო სკოლის, 264 პედაგოგი ესწრებოდა. ღონისძიებაში ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 1994 წლის 5 ოქტომბრიდან, ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.