ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
45 წლის მიხეილ ლომთაძე ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ის წილის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია. ლომთაძე Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე ქართველია. ( ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ).
ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ირკვევა, რომ ლომთაძის ქონება $1.8 მილიარდით შემცირდა.
მედიის ინფორმაციით, ყაზახეთში მომხდარი არეულობის პარალელურად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მსხვილი ყაზახური კომპანიების აქციების ფასი დაეცა. მათ შორის, ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ ლომთაძის Kaspi-ზე მოდის. 5 იანვარს კომპანიის აქციები ყველაზე მეტად, 30%-ზე მეტით, ხოლო Halyk Bank-ის აქციების ფასი თითქმის 20%-ით შემცირდა. ამავდროულად, ურანის უმსხვილესი მომპოვებლის, NAC Kazatomprom JSC-ის აქციები ლონდონში 7%-ით დაეცა. პარალელურად, ურანის ფასი 8%-ით გაიზარდა და $45.25 შეადგინა.
მიხეილ ლომთაძე რამდენიმე დღეა აღარ იძებნება Bloomberg-ის მილიარდერების სიაში. უმდიდრესი 500 ადამიანის ჩამონათვალს ის გასული წლის მეორე ნახევარში შეუერთდა. ნოემბერში ლომთაძემ სია პირველად დატოვა, თუმცა 500-ეულს მალევე დაუბრუნდა.
ცნობისთვის, ყაზახეთში გაზის გაძვირების გამო საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო. მასობრივი პროტესტის ფონზე მთავრობა გადადგა.
ნახეთ ერთ-ერთი ინტერვიუ მიხეილ ლომთაძესთან