1745299467
საქსტატი: საქართველოში ივლისში ყველაზე მეტად, 25.5 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.45 პროცენტული პუნქტით აისახა.
საქსტატის ცნობით, ფასები მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 25.5 პროცენტით.
ზეთი და ცხიმი 17.0 პროცენტით გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო – 13.6 პროცენტით, თევზეული – 9.9 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 9.4 პროცენტით. ფასები მომატებულია პურსა და პურპროდუქტებზე 8.7 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზდ – 8.5 პროცენტით. ხილი და ყურძენი 8.2 პროცენტითაა გაძვირებული, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 7.7 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.5 პროცენტით.
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე
0.8 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 10.5 პროცენტით გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების, 9.2 პროცენტით საავადმყოფოების მომსახურების და 8.4 პროცენტით სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფებზე;
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48
პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -6.1 პროცენტით შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე.

გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603