ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები - მედიის ცნობით, ცნობილი რეჟისორის მკვლელობაში შვილია ეჭვმიტანილი
1765784802
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 216.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 618.1 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 10.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 598.1 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა.
უწყების ანგარიშით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 9 980.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0 პროცენტია.