რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 7 იანვარს

დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის პირველი იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6974, ევრო – 3.1595, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6515 ლარი ეღირება.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6968, ევრო – 3.1515, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6291 ლარი ღირდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 7 იანვარს ამოქმედდება.