ოქრო და ვერცხლი კიდევ გაძვირდა

ოქრო

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო და ვერცხლი მცირედით გაძვირდა.

Gold Price-ს მონაცემებით, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 402 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.57%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ვერცხლს, ერთი უნციის ღირებულება 65.6 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.17%-ით კლებას აჩვენებს.

საქართველოში, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 322.3 ლარია, 750 სინჯის - 242.1 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 188 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 4.07 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 3.56 ლარი ღირს.