რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
იანვარში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 16.6%-ით, 282.6 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა – 10.2%-ით, 31.2 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ეროვნული ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი, 7.9-პროცენტიანი კონტრიბუცია, წლიური 17.5%-იანი ზრდით, ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა. 10.0%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის დადებითი კონტრიბუცია კი იანვარში 3.3 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა.
„იანვარში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 45.4%-ით – ევროკავშირის ქვეყნები, 18.4%-ით აშშ და 11.9%-ით რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (18.8%), გერმანიის (8.5%) და საბერძნეთის (7.9%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.