ნაძვის ხის დადგმის საუკეთესო თარიღები დეკემბერში
1794774449
ერთი ბიტკოინის ფასი 65 აღას აშშ დოლარზე დაბლა დაეცა. მიმდინარე კვირას ძირითადი კრიპტოვალუტა 12%-ით გაიაფდა. დასვენების დღეებში მისი ფასი 62 თასამდე დაეცა, თუმცა შემდეგ ოდნავ დასტაბილურდა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
კრიპტოვალუტის ფასზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ესენია: აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდის მოლოდინი, AI -სთან დაკავშირებით არსებული შიშის გამო ინვესტორები არ რისკავენ, ასევე კრიპტობირჟის, Binance-დან 6 მლრდ დოლარის მოპარვის ფაქტი.
საერთო ჯამში 21 ოქტომბრიდან ბიტკოინი 20%-ზე მეტით გაიაფდა. კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე კრიპტოვალუტა, Ethereum ასევე მნიშვნელოვნად გაიაფდა და ამჟამად 1800 აშშ დოლარი ღირს.