პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ 50 ათასი ლარით გაიზარდა და 318 მილიონი ლარი შეადგინა.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა და საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება:
- ინფრასტრუქტურის განვითარება - 27 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა და 124 მილიონ ლარს შეადგენს.
- 38 მისამართზე მოეწყობა ატრაქციონები.
- აშენდება დამატებით 12 ახალი ხიდი. წლის განმავლობაში კი, 20-ზე მეტი ხიდის მშენებლობა განხორციელდება.
- ახალი გზის მშენებლობა დაიწყება ბაღის ქუჩის #1 ჩიხში.
- სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დამატებით 20 მისამართზე განხორციელდება. წლის განმავლობაში კი, სამუშაოები 100-მდე მისამართზე ჩატარდება.
- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 206 ათასი ლარით გაიზარდა.
- მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება - 106 800 ლარი.
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასისტენტით მომსახურება - 74 000 ლარი.
- "დროებითი ღამის თავშესაფარი" - 12 300 ლარი.
- მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა - 9 ათასი ლარი.
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომელიც მიუსაფარი ბავშვების მხარდაჭერას ითვალისწინებს - 5000 ლარი.
- ბათუმის სპორტულ ცენტრში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის გათვალისწინებული იქნა 165 ათას 750 ლარი.
- დღესვე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი, განახლებული გეგმა დაამტკიცეს, რომელიც მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
- საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის“ დამტკიცებას.
- აღნიშნული საკითხების გარდა, დადგინდა სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხას დაემატა 209 - 212 პუნქტები.
- ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის ქ. #6-ის მიმდებარედ არსებული 44,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა.
- "ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის #15 განკარგულებაში ცვლილება შევიდა.
- მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ფარგლებში, ქ. ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქ. #82-ში აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინების ღირებულება და ბენეფიციართა მიერ ყოველთვიური გადასახადის ოდენობა განისაზღვრა.
- ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. #231-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა.