VIDEO: „ქართველები არავინ ხართ? მოვიგეთ!“ - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის წარმოუდგენელი რეაქცია

ქართველი ამერიკაში

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს.

ნახეთ, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის წარმოუდგენელი რეაქცია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების შემდეგ.