„ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ...“ - მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

mamao

მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს:

„დასჯა არა, როგორც წესი, წაკითხულის გააზრებაში ძალიან გვიჭირს… ასეც რომ იყოს, ვისთვის რა არის დასჯა… ესეც ძალიან პირობითია, თუმცა მე ვარ სასულიერო პირი და როგორც კი ჩამოვალ საქართველოში, აუცილებლად ვაპირებ მისვლას მღვდელმთავრებთან… ჩემთვის სხვა რამ უფრო საგანგაშოა… ჰოდა, ახლა ეს მინდა გითხრათ…
ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო, ვისთვისაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ, ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს და პირობაც ჩამოართვეს, თუ იგივეს გაიმეორებს, დაისჯება უზიარებლობით…
სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს და არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს, ამ სიას გადავცემ ე.წ. ზნეობრივ კომისიას, იმედია გამოიჩენენ ჰუმამიზმს და მათ შუამავლობით ბოდიშსაც მომიხდიან…. ნუ, აქვე გეტყვით, რომ კომიკურია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე…
ჰოდა, ეს ტენდენციური, სუბიექტური და შერჩევითი მიდგომები მაგიჟებს…
აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის მთავარი ღირებულება… ჩემთვის ეს არის დასჯა, როცა ჩემს პრინციპებს საფრთხე ემუქრება…. მის გარეშე უფრო ვარ დასჯილი…
ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ!..“-წერს მამა პეტრე.

შეგახსენებთ, გუშინ სინოდალურმა კომისიამ, პატრიარქს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის, იგივე პეტრე კოლხისთვის, მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართა.

ასევე ნახეთ:

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან დააბრუნეს - ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს "ფეიკების" გამავრცელებელთა ქონების კონფისკაციის შესახებ