„პირველად დამესიზმრე… აქაურ ამბებს გვიყვებოდი შენებური ირონიით… “ – სანდრო ელოშვილი ზურა ბერიკაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

სანდრ

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში მსახიობ ზურა ბერიკაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც სანდრო ელოსვილი წერს, გარდაცვალების შემდგომ ზურა პირველად ნახა სიზმარში, რომელსაც დეტალურად აღწერს.

 „Zura Berikashvili – პირველად დამესიზმრე და სიზმარიც შენსავით არასერიოზული იყო სახლში დაგვპატიჟე ნაწყენმა, რადგან სული ვარ, აღარ უნდა მოხვიდეთო?! ვიყავით მე, ბესო, მახო და ნანე. როგორც ყოველთვის „მოდნად“ გეცვა, ღია ფერის ჯინსები და თეთრი პერანგი წვრილი ლურჯი ზოლებით. იმ დებილურ ბერძნულ სიგარეტს ეწეოდი და ძალიან ცანცარობის ხასიათზე იყავი…

უბრალოდ ერთი მინუსი გქონდა, ცოტა გამჭირვალე იყავი თუმცა ვამბობდით, რა  კარგია რაღაც შუალედური გზა რომ გამოვნახეთ ურთიერთობისთვის. ადგილიც უცვლელი იყო, შენი სამზარეულო, ოღონდ ორი ფანჯრის მაგივრად, სულ შუშაბანდი იყო და წინა კორპუსების მაგივრად დიდი სივრცე ჩანდა, ცისფერი ცა და პატარა ღრუბლის ნაჭრები, თითქოს რომ ქრება…

 იმ შავი ქვის დაფაზე გქონდა ყველი დაჭრილი და მომწვანო ფერის პიტნის ჭაჭა ესხა იმ ცნობილ მსუქან ბოთლში… აქაურ ამბებს გვიყვებოდი შენებური ირონიით… იქაურს არ გეკითხებოდით… ვწერ, იმიტომ რომ დამამახსოვრდეს, რადგანაც, როგორც იცის ხოლმე სიზმარმა, ნელნელა ქრება თვალებიდან დეტალები, რომელსაც ორი წუთის წინ ცხადად ვხედავდი… მაგრამ ფაქტია, სულიც კი პატარა ბიჭის გქონდა, ენერგიული და მხიარული… “, – წერს სანდრო ელოშვილი.