საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში მორიგ ლექსს აქვეყნებს, რასაც მეუღლეს უძღვნის.
ფერი გადახუნდა კარვის,
როგორ მოწყენილი დახვალ,
ისეთს რას გიამბობს ქარი,
განა რაღაზე-ღა მძრახავს.
შენი სამზეოთი ვთბები,
ჩემი გალეწილა კალო,
ხომ არ გაგითეთრე თმები,
ხომ არ დაგაბერე ქალო;
მთებზე გადაფენილ ნისლებს
მივედევნები და ვლოკავ,
ქარი ჩემს ნატირალს ისმენს,
შენთან უსირცხვილოდ როკავს.
როგორ დავიღალე ურვით,
როგორ მემძიმება თოვლი,
არის მარტოობა სრული,
ყოფნის მეტად თალხი ფონი,.
სიო საშინელი მნაქრავს
ცივი, ულაჟვარდო მთების.
ხომ არ გეშინია, რა ვქნა,
ხომ არ დაგეღალა ფრთები.
ტარიელ ხარხელაური