მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
1751968421
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან პატრონს დაუბრუნდა უიარაღოს ქუჩიდან შემოყვანილი ბიგლი ან ბიგლისმეტისი. ინფორმაციას და ფოტოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბიგლი ან ბიგლისმეტისი 3 წლისაა. ხვადი. თავშესაფარში შეყვანისას იყო ტრამვირებული.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: რას გულისხმობს ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია?
! ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424 და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილისა და გარემოებების შესახებ). დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: როგორ უნდა მოვიქცე ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში?“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.