„ძლივს ჩავატიე ჩოხა“ - გივიკო დიდია უსაყვარლესი ძმიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

გივიკო დიდია

გურული ბლოგერი, გივიკო დიდია სოციალურ ქსელში გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს პოზიტიურ ვიდეო და ფოტოკადრებს.

ამჯერად, პატარა ძმისშვილის უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს და მიმართვას ავრცელებს:

„გისურვებთ თავისუფლებას. გისურვებთ უკეთეს სამსახურს იმათ, ვინც მის შეცვლაზე ფიქრობთ.
გისურვებთ შვილს, ვისაც გინდათ და ჯერ არ გყავთ. გისურვებთ საყვარელ ადამიანს, თუ ჯერაც ვერ იპოვეთ ის.
გისურვებთ შინაურ ცხოველს, თუ გინდათ რომ მარტო არ იგრძნოთ თავი საღამოობით.
გისურვებთ მიზნების მიღწევას.
გისურვებთ კეთილი და ლამაზი სურვილების ასრულებას.
გისურვებთ სიხარული უფრო მეტი იყოს თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე მწუხარება.
გისურვებთ დაგიფასდეთ ყველაფერი, რასაც კი სხვებისთვის აკეთებთ.
გისურვებთ მაქსიმალურად გამოგეყენებინოთ ის დრო, რომელიც გაქვთ,
რადგან მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ.
გისურვებთ სიყვარულს და რა თქმა უნდა გისურვებთ პრობლემების გარეშე ცხოვრებას და მომავალი დღეები ისეთი საოცარი იყოს, რომ მისი დასრულება დაგენანოთ ...  
პ.ს მიხარიხართ. მადლობა, რომ ხართ. არასდროს დამენანება რომ გითხრათ ყოველ დღე თბილი სიტყვები . სიტყვას დიდი ძალა აქვს“,-წერს გივიკო დიდია.