,,ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც დედა მახლავს მოგზაურობაში…" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი

ნინო სურგულაძე დედასთან ერთად

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, სოციალურ ქსელში, თვითმფრინავში გადაღებულ კადრებს ავრცელებს და დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,მგზავრობით დაღლილი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც დედა მახლავს მოგზაურობაში… ის კი ბედნიერია, რომ ჩემს გამოსვლას დაესწრება, როგორც, ალბათ, ყველა მშობელი იქნებოდა. ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის, მისი ბედნიერებაა, მისი ღიმილი, მისი შეფასება და საერთოდ, მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში. რომ არა დედა, არაფერი გამოვიდოდა… მოვუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მშობლებს.
მათ ყველაზე მეტად ვუყვარვართ და ყველაზე გულწრფელი, ერთგული მეგობრები და ადამიანები არიან ჩვენთვის", - წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

VIDEO: ,,ზამთარი ზაფხულში" - დაუჯერებელი კადრები ორბეთიდან

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი