ბათუმელი რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე გარდაიცვალა

სდ

„აჭარის ტელევიზია“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და „ბიაფის“ ხელმძღვანელი გიორგი გოგიბერიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ის ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, გადაცემა „თეთრი კვადრატის” ავტორი და წამყვანი იყო.

გოგიბერიძე 2006 წლიდან  „ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი იყო. ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორისაა საერთაშორისო კინოფესტივალი, „ბიაფი“.