რა წერილი დაუტოვა ბერმა ნიკოლოზმა მრევლს
1749224047
"მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში" - თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიება დედაქალაქის მერმა და პრემიერმა გახსნეს.
ფორუმში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმის მიზანი ქალაქების და პარტნიორობის განვითარებისთვის დისკუსიების წარმართვაა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველო გლობალურად გამორჩეულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებით.
"2014 წელს გლობალურად კვლავ მაღალი იყო, და კიდევ უფრო გაიზარდა გაურკვევლობა მსოფლიოში, რადგან დაახლოებით, მსოფლიოს 88 ქვეყანა არჩევნები პირობებში იმყოფებოდა, მათ შორის ევროპასა და აშშ-ში იყო არჩევნები.
გლობალურად, მაღალი გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკის დაძაბვის მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს, შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკრო ეკონომიკური სტაბილურობა.
ბოლო წლებში, საქართველო გლობალურად გამორჩეულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებით და პოსტპანდემიურ პერიოდში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,7%-ს გაუტოლდა.
2024 წელს ამ ეკონომიკურმა მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა. გლობალურად გაუარესებული პროგნოზების ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროცენტი, სავალუტო ფონდმა ახლახან გამართული მე-4 მუხლის კონსულტაციების ფარგლებში გაზარდა და 2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-დან 7.2%-მდე დააფიქსირა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.