კატები შესაძლოა ადამიანებში კიბოს მკურნალობის გასაღებს ფლობდნენ
1772131887
საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გასტრო ინფლუენსერებს უმასპინძლა.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციით მოწვევით საქართველოს ესტუმრნენ საერთაშორისო მაღალი რანგის ექსპერტები და ინფლუენსერები გასტრონომიის მიმართულებით. ისინი მსოფლიოს მასშტაბით გასტრო ტრენდების შემუშავებაში დიდ როლს ასრულენ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საქართველოში ვიზიტი, სტუმრები გაეცნენ საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს და შედეგად საერთაშორისო მედიის ფოკუსში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოხვდება“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
სტეფანი კიმი, ვირჯინია ნიუტონი და ჟოაო ვენგოროვისი ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ, მოინახულეს კვების ობიექტები როგორც თბილისში, ასევე კახეთში.
„საქართველოში დიდი შთაბეჭდილება მივიღე ხალხით და სტუმარმასპინძლობით. ვფიქრობ ქართულ გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვიყავით ბაზარში, რესტრონებში, ვიმოგზაურეთ ღვინის რეგიონში, კახეთში, სადაც ღვინო დავაგემოვნეთ, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. პრივილეგიაა, როდესაც ღვინის ასეთი ძლიერი ტრადიცია გაქვთ, ამას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ქართული სამზარეულო იმსახურებს, რომ მთელ მსოფლიოში იყოს ცნობილი. საქართველოში ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინო და ძალიან მინდა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო თქვენს ქვეყანაში“,- აღნიშნავს ავტორი, ფოტოგრაფი და ბრენდ სტრატეგიის კონსულტანტი ჟოაო ვენგოროვისი.
ინფლუენსერთა ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს სწორად პოზიციონირება მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე, როგორც მაღალი ხარისხის, ავთენტურ და განსხვავებულ გასტრო-ტურისტულ მიმართულებად.