ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790950511
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის (CP Group) თავმჯდომარეს, კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა.
შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორში შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, ლიბერალური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, ასევე ბიზნესის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებზე.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელსაც მთავრობა მსოფლიოში აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელით ავითარებს, აგრეთვე რკინიგზის მოდერნიზაციაზე და თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტზე.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პოტენციალზე, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის მიმდინარეობას.
ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატი Charoen Pokphand Group-ი 23 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 456 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ბიზნეს გაერთიანება სხვადასხვა სექტორში საქმიანობს, მათ შორისაა, საკვებისა და აგრობიზნესის, საცალო და ელექტრონული ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, ფინანსებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებები.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე დაესწრნენ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.