დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„15 აგვისტოს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქ. N85-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 აგვისტოს 10:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ბეჟანიშვილის N 1-27 (კენტებს), ჭყონდიდელის N 65-111 (კენტებს), წიწამურის, ნათაძის, ბაგინეთის და მექანიზაციის N 6-10 (ლუწებს) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.