„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალური ქსელის მონიტორიგის შედეგად მოხდა ორი ამორტიზებული მონაკვეთის იდენტიფიცირება და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა.
რეაბილიტაციის მასშტაბიდან გამომდინარე, ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ორივე ლოკაციაზე პარალელურად, 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ - ფარნავაზ მეფის გამზირზე ახლით შეიცვლება 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილი, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე განახლდება ქსელის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 8 ნოემბრის 01:00 საათიდან 9 ნოემბრის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ყაზბეგის გამზირის ნაწილს, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ერისთავის და ნაფარეულის, ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს; კოსტავას ქუჩის ნაწილს, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, იყალთოს, ჩიქოვანის, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის ქუჩებს, შანხაის დასახლებას, ჟვანიასა და 26 მაისის მოედნებს, ისაკაძის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, სხირტლაძის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, ცაგარელის, საირმის, გამრეკელის, ბაგრატიონის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, თამარაშვილის, ქუთათელის, ოდიშელიძის, აფაქიძის, ხვიჩიას, კვერნაძის, ბენდელიანის, ჩხეიძე ქუჩებს, ბობ უოლშის, ნასიძისა და მიმდებარე ქუჩებს; უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, როსტევანის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ცამეტი ასურელის, დავარის, ფარნავაზ მეფის, და მიმდებარე ქუჩებს;
მთწმინდის რაიონში: პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ბოცვაძის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მელიქიშვილის ქუჩებს, კოსტავას I შესახვევს, კოსტავას II შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძეს, ბაქრაძის, რჩეულიშვილის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილების, გუდიაშვილის, ფურცელაძის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, თავისიფლების მოედანს, ვაჩნაძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ქიქოძეს, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭიჭინაძის, ვ. აბაშიძის, ჭონქაძის, ამაღლების, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის, ხოშტარიას, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ოქროყანის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს. სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანას.
კრწანისის რაიონში: პურის მოედანს, ღვინისა აღმართს, გულუას, პუშკინის, აბესაძის, საიათნივას, ხანძთელის, იერუსალიმის, ლ.ასათიანის, ბეთლემის, აჯიაშვილის, გომის, ჯიბლაძის, თუმანიანის, გორგასლის, აბო თბილელის, აბანოსა და მიმდებარე ქუჩებს; კოტე აფხაზის, ორთაჭალისა და გრიშაშვილის ქუჩების ნაწილს, ონისა და ჯვარედინის ქუჩებს და შესახვევებს;
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩა N2-18; N1-21; უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, დისევის და ლუბლიანას ქუჩებს, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის შეს. N12, ბელიაშვილის ქუჩა N40, ბელიაშვილის მე- 2 ჩიხს, ქუჩას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.