1746733863
თბილისის ამ ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება

გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო, 1-ელი დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება ბერიაშვილის ქუჩაზე, კერძოდ, გიორგი აბაშვილის ქუჩისა და ბერიაშვილის ქუჩის კვეთიდან ბერიაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, გიორგი ბერიაშვილის N4- მდე.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი აბაშვილის, გიორგი აბაშვილის ქუჩისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩების გამოყენებით.