შუქი მთელი დღით გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, ავლევის, ერეკლე მეორეს და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, დისევის, გვირილების, შალიკაშვილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II კვარტლის, გამრეკელის, ძოწენიძის, მუზაშვილის, გურიელის, ნუცუბიძის, რამაზ დუდუ დადიანის და პიკასოს ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვაშლიჯვრის დასახლების და  პაპაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე ნახეთ:

„სიყვარულით და სიცოცხლით სავსე გოგო აღარ არის...“ - მარიამ სირბილაძე მოულოდნელად გარდაიცვალა

1500 ლარით დაჯარიმდება პირი, ვინც ამ წესს დაარღვევს - სანქციები ამოქმედდა