შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),  დიღმის სასწავლო მეურნეობის,  დიდი დიღმის I, III და IV მიკრორაიონების, სამხედრო გზატკეცილის, პეტრე იბერის, ფატმანის,  მირიანაშვილის, თინათინის,  თავდადებულის,  სვანიშვილის,  შალვა ახალციხელის,  გიორგი ბრწყინვალეს,  ნესტან დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის,  ვეხტმანის, მარკო პოლოს,  ცხაკაიას,  შაქარაშვილის,  მირიან მეფის,  არჩილ  მეფის,  ფრედერიკ  მონტერეს,  კასტელის,  ერედვის,  ნინო აბაშიძე ორბელიანის,  უსენის,  რაინგესის,  კლაპრიტის,  ვეფხისტყაოსნის,  ხატაეთის,  ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის,  სტრაბონის,  ნიკო ბურის,  არქანჯელო  ლამბერტის,  ავთანდილის, მაჭავარიანის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი  დიღმის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული  უნივერსიტეტის  დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დიღმის  სასწავლო  მეურნეობის მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.