შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, ქერჩის, მარინა ტაბატაძის, მწვანე, გრაფ შულენბურგის, ხევისპირის, დავით ჯაბიძის, ნიკო კეცხოველის, კალოუბნის, ომარ ხიზანიშვილის, წყაროთუბნის, მუხის, ილია ვეკუას და ფარსმან II ქველის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, რამიშვილის, ჩაჩუას, პეტეფის, რომანოზ ხომლელის, ოსიპ მანდელშტამის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ლაღიძის, ხვედელიძის, წულუკიძის, კალოუბნის, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.