ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 8 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, შეშელიძის, ხიზაბავრის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, ვასაძის, ახმეტელის, ვეკუას და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.
ქსელში გადართვების გამო 9 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ზაქარიაძის, გამრეკელის, აფხაიძის, გურიელის, დელისის, ჯებაშვილის, ანჯაფარიძის, თავაძის, ნუცუბიძის, გაზაფხულის, დადიანის და ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.