ქუჩები, სადაც წყალი 10 საათით შეწყდება - ჩამონათვალი

წყალმომარაგება

GWP ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს. 

,,1 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N56-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 1 მარტს 22:00 საათიდან 2 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

კრწანისის N 56-98 (ლუწებს), N 49-85 (კენტებს), კრწანისის მე-2 შესახვევს, კრწანისის მე-3 გასავალს, გრიგოლ ვოლსკის, ალიოშა ჯაფარიძის, წინანაურის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N 75-133 (კენტებს) ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.