ნიუ ორლეანში მანქანა ხალხში შევარდა - დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

ამერიკის პოლიცია

აშშ-ში, ნიუ ორლეანში ახალი წლის ღამეს მანქანა ხალხში შევარდა. დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი და დაშავებულია 30-ზე მეტი.

გამოძიების თანახმად, კაცი, რომელიც ხალხში თეთრი პიკაპით შევარდა, პარალელურად მოქალაქეებს იარაღიდანაც ესროდა. თავდამსხმელი პოლიციელმა მოკლა.

ნიუ ორლეანის მერმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.