1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „მზიურის“ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის მერიამ ცოტა ხნის წინ დაიბრუნა, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო ზონა, ფანჩატური, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა.
სიახლის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„როგორც იცით, თბილისის მერიამ, ადგილმონაცვლეობის გზით, „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული, 18 000-მდე კვადრატული მეტრი ფართობის მიწა დაიბრუნა, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა რეკრეაციული ზონის მოსაწყობად პროექტი მოამზადა. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო ზონა, ფანჩატური, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება: დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება და ივნისში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 1 500 000 ლარს შეადგენს“, - განაცხადა კალაძემ.